ქუთაისი, გელათი, მოწამეთა, სათაფლია, დადიანების რეზიდენცია,

ქუთაისი, გელათი, მოწამეთა, სათაფლია, დადიანების რეზიდენცია,  

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე 

 

თქვენ მოინახულებთ: გელათის ტაძარს, VIII საუკუნეში აგებულ მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, XI ს-ის  ბაგრატის  ტაძარს, მარტვილის მონასტერს–დადიანების საზაფხულო რეზიდენციას სალხინოში,  სათაფლიის მღვიმეს.

 

8 სთ–ზე გავალთ თბილისიდან, მოვინახულებთ სათაფლიას,  გელათსა და მოწამეთას, საველე პირობებში სადილის შემდეგ მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს ქუთაისში და გავემგზავრებით მარტვილისკენ , სადაც მოვინახულებთ მარტვილის მონასტერს;
დაბინავება საოჯახო სასტუმროში სალხინოში,  ვახშამი.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით დადიანების საზაფხულო რეზიდენციის მოსანახულებლად. 

სალხინოდ გამზადებული მუხის ხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოქარგულის თაღით, სრულად ამართლებს სასახლის წოდებას “სალხინოს” . ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.

დავბრუნდებით საოჯახო სასტუმროში, სადილის შემდეგ გავემგზავრებით გავემგზავრებით თბილისში, გზად ვივახშმებთ მცხეთაში

115,-ლარი ( 70,-$)