სვანეთის 9 დღიანი ტური

ულამაზესი სვანეთი


თბილისი-სვანეთი-თბილისი

 

სვანეთი შედის მსოფლიო კულტურის საგანძურში, როგორც ძველი არქიტექტურის უნიკალური ძეგლი. სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

ტურისტები ასევე ნახავენ ულამაზეს მწვერვალებს: ამაყი უშბა (4710 მ), ყოველთვის თოვლით დაფარული თეთნულდი (4874 მ) და უმაღლესი მწვერვალი საქართველოში - შხარა (5201 მ).

დღე1

შეხვედრა თბილისის აეროპორტში, ტრანსფერი სასტუმროში
ტურის ლიდერების გაცნობა.
განთავსება სასტუმროში.

დღე 2


საუზმე
გასვლა თბილისიდან მესტიის მიმართულებით.


გამგზავრება მესტიაში ხერგიანის მუზეუმის ნახვა სადაც განთავსებულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია XIII .

ჩვენ ვაგრძელებთ ტურს მესტიაში, და ვათვალიერებთ სვანურ საცხოვრებელ სახლს ქორულდი.
პიკნიკი ბუნებაში, გავუყვებით ფეხით ტბის სანაპიროს, დავაგემოვნებთ ორიგინალურ მინერალურ წყლებს...

ვახშამი (ტრადიციული სადილი)
განთავსება საოჯახო სასტუმრო სახლში, მესტიაში.

დღე 3

საუზმე.


ვესტუმრებით ლენჯერს, რომლიც აერთიანებს შვიდი სოფელს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.სადაც გახლავთ  მე -12, მე -13 საუკუნეების უნიკალური ძეგლები. მაცხოვრის ეკლესიის ვიზიტი ლენჯერში.

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.


ვახშამი.
განთავსება  საოჯახო სასტუმრო სახლში.

დღე4


საუზმე

მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს, მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია. ჩვაბიანის წმ. მთავარანგელოზის ეკლესია XII ს;

ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობა.


ვახშამი .
განთავსება საოჯახო სასტუმრო სახლში, მესტიაში.

დღე 5
საუზმე

იფარის მთავარანგელოზის ეკლესია;  ნაკიფარის X ს-ის ეკლესია.

ლაგურკის ეკლესია ყველაზე დიდი ტაძარია, ზემო სვანეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა 27 ივლისს ზეიმობს კეთილმსახურ წმინდა. კვირიკეს  დღესასწაულს.
წმინდა ბარბარეს ეკლესია განთავსებული ხე სოფელში, რომელიც მოიხატა XIII ს. აქ ინახებოდა მაცხოვრის ხატი შეღებილი XIII ს.

ვახშამი .
განთავსება საოჯახო სასტუმრო სახლში, უშგულში.

დღე 6


საუზმე.

უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული, ისე როგორც სვანეთის კოშკები და ეკლესიები, UNESCO-ს მიერ არის დაცული. უშგულში 7 ეკლესია მდებარეობს: ოთხი მაცხოვრის სახელზეა აგებული, სამი – ლამარიას, წმ. გიორგისა და წმ. ბარბარეს სახელობისაა. ლამარიას, ჩაჟაშისა და მურყმელის მაცხოვრის ეკლესიები მოხატულია. უშგულის დასახლების ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს ლამარიას (წმინდა მარიამის / ღვთისმშობლის) ეკლესია და თემის თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობა.


ვახშამი .
განთავსება  საოჯახო სასტუმრო სახლში.

დღე 7


საუზმე.

ვაგრძელებთ მოგზაურობას უშგულში (2200 მ). ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ .
ვიზიტი ლა მარიას ეკლესიაში, სადაც დაცულია შუა საუკუნეების ხატები, ჯვრები და სხვა ძვირფასი ობიექტები. არქეოლოგიური მუზეუმი და მე -11 და მე -12 საუკუნეების კოშკი,  თამარ მეფის რეზიდენცია.


ვახშამი
განთავსება საოჯახო სასტუმრო სახლში .


დღე 8

საუზმე.

ლენტეხი-  ქვემო სვანეთი. ტერიტორია მოიცავს რამდენიმე ძეგლების, კერძოდ, წმინდა გიორგის ეკლესია (მე -10 საუკუნე), თარგიზელის მთავარანგელოზის ეკლესია (9, მე -10 სს), თეკალის ეკლესია (10 -11 სს), დადიანების, ლენტეხის ციხე და ცნობილი სვანური კოშკები სოფელ ლექსურში.

ვახშამი
განთავსება საოჯახო სასტუმრო სახლში.

დღე 9


საუზმე.

თბილისის ტური
თბილისი საქართველოს დედაქალაქი! უძველესი და ულამაზესი! ერთდროულად საინტერესო და მომხიბვლელი!
უძველესი აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში უნდა ყოფილიყო დასახლებული. მეხუთე საუკუნეში კი ქართლის მეფე ვხტანგ გორგასალმა  სატახტო ქალაქის შენებას ჩაუყარა საფუძველი.

 

დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია:

ნარიყალას უძველესი ციხე სიმაგრე, მთაწმინდის პარკი.ასევე ერთმანეთის გვერდით იხილავთ  ქართულ მართლმადიდებლუ ტაძრებს:ანჩის ხატი, სიონის ტაძარი, სამების ტაძარი,მეტეხის ტაძარი და ებრაულ სინაგოგას,სომხურ ეკლესიას,მაჰმადიანურ მეჩეთს.
   ძველი თბილისის თავზე აღმართულია მონუმენტი სახელწოდებით „ქართლის დედა“ ქალს ერთ ხელში მახვილი, მეორე ხელში ღვინის  თასი უჭირავს. დედა აზრი ამ მონუმენტისა ის არის, რომ ქართველი ხალხი მტერს მახვილით ხვდება და სტუმარს ღვინიანი თასით.

• თავისუფალი საღამო, გასეირნება და სამახსოვრო ნივთების შეძენა.

• გამოსამშვიდობებელი საღამო ტრადიციულ ქართულ რესტორანში.

სასტუმროს დატოვება და ტრასფერი თბილისის აეროპორტში.

 

ტურის ღირებულება:

EUR 580  1 ადამიანი      (5-10 კაციანი ჯგუფი)
EUR 533   1 ადამიანი     (11-20 კაციანი ჯგუფი)


ღირებულებაში შედის:

აეროპორტის ტრანსფერი
ტრანსპორტირება

სამოგზაურო დაზღვევა

გიდის მომსახურება
სასტუმრო (ქალაქებში)
ოჯახური სასტუმრო (რეგიონებში)
2-ჯერადი კვება

ღირებულებაში არ შედის:

ავიაბილეთები
1 ადგილიანი ნომრები სასტუმროში

 

 

სამოგზაურო კომპანია „პრინცი“-ის შემოქმედებითი გუნდი გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!

 

გმადლობთ რომ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.prince.ge